ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მოვიდა. დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების, მშვიდობიანი პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო გიორგი გახარიას, ამჯერად, რესპუბლიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს. რენდი ვებერი უერთდება თავის კოლეგებს კონგრესში და თავადაც შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკის განვითარების უკუსვლით.
“სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება” – ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას
“ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, რომ შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. ვუერთდები გამოხატულ შეშფოთებებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით”
“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე” – ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას
ამასთან, წერილში საუბარია, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასა და ამერიკული კომპანიებისთვის არახელსაყრელი გარემოს შესახებ.
“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება, არ არის გასაკვირი. როგორც ჩანს იმ არამეგობრულ გარემოს და შევიწროვებას უკავშირდება, რასაც საქართველოში ამერიკული ბიზნესი განიცდის. ამგვარი ამბის თვალსაჩინო მაგალითი ჩემი მშობლიური შტატის ტექსასის ერთ-ერთი კომპანიის ფრონტერას გამოცდილებაა. ცოტა ხნის წინ კომპანიაში განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი ფეისბუკ გვერდი და ანგარიში, რომლებიც მოქმედებდნენ კოორდინებულად ოპოზიციური ჯგუფებისა და ოპოზიციური განწყობების წინააღმდეგ და აღვივებდნენ ანტიდასავლურ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-ამერიკულ განწყობებს”
სერიოზულ შარშია ივანიშვილი - რა შეფასებები მოყვა ამერიკელი კონგრესმენის წერილს
ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენის წერილს ეხმაურება
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ასევე, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ნეგატიური ტენდენციების გამო შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა.
“განხილული ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე ვუერთდები მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებიც თავიანთი უშუალო ჩართულობით მოითხოვენ აშშ-საქართველოს სამართლიანი ბიზნესის შესახებ სპეციალური აქტის რეფორმირებას,” – წერია წერილში.
წერილის ასლი, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სხვა მაღალჩინოსნებსაც გაეგზავნათ.
“ეს არის თავისუფლებისმოყვარე ერი, რომელიც იბრძვის რუსეთის მიერ შევიწროების წინააღმდეგ” – კონგრესმენი ქართველებზე