ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
საქართველოს მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერია, დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენი ალექს მუნთან ერთად რუსული სამხედრო ბაზა ნახეს.
ადამ კინზინგერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება არ აქვთ, რაც უკანონობაა. ეს კი რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის განსხვავებას თვალსაჩინოს ხდის.
"თბილისმა რუსეთს სტრასბურგში უნდა უჩივლოს" - EMC
EMC საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს ვაღიარებთ. ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ეს არალეგალური ოკუპაციაა. ბორდერიზაცია გრძელდება და მოქალაქეების უფლებები დარღვეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე…
საქართველო არის ამერიკის პარტნიორი და ჩვენ საქართველო სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ ნატო-ში” – აცხადებს ადამ კინზინგერი.
ცხინვალის საოკუპაციო ხელისუფლებას უკვე რამდენიმე კვირაა ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი აქვს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებს. ცხინვალში შექმნილია საკვები და სურსათის დეფიციტიც.