გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპა სამხედრო კონფლიქტის საფრთხის წინაშეა და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. შტაინმაიერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს მშვიდობიან გზას დაადგეს.
„ჩვენ სამხედრო კონფლიქტის საფრთხის შუაში ვართ, ომის აღმოსავლეთ ევროპაში. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს:
მოუშვი უკრაინის კისერზე მარყუჟი და ეძებე ჩვენთან ერთად გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას შეინარჩუნებს. ჩვენ არ შეგვიძლია მხედველობაში არ გვქონდეს მშვიდობა.“ – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა.
შტაინმაიერი, რომელიც გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, აცხადებს, რომ მათ მხარესაა, ვინც დემოკრატიას მხარს უჭერს.
გერმანიის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას მხოლოდ შეუძლია პუტინი გააფრთხილოს, რომ დემოკრატიის ძალა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად კიევს ეწვევა.
ჩავა თუ არა ბაიდენი კიევში – რაზე ისაუბრეს უკრაინა-აშშ-ს პრეზიდენტებმა
”I can only warn President #Putin: Don’t underestimate the power of democracy!”#Germany #frankwaltersteinmeier pic.twitter.com/dmGlNV1z3i
— President Frank-Walter Steinmeier (@POTHGER) February 13, 2022