შსს-ს განმარტებით, გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველ დღე გადაადგილდებიან.
უწყების ცნობით ეს კავშირში არ არის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან და დღეს განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არაფერი ხდება.
ცნობისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა კადრები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს, ბაზაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ყვითელი ავტობუსები, რომელთაც, სავარაუდოდ, სამართალდამცველები გადაადგილებისთვის იყენებენ.
სპეცრაზმის კადრების გავრცელების გამო ნიკა მელიას პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვა დაცვის მხარემ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, პარტიის ოფისთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის დაკავებას აპირებენ.