მოძრაობა “საქართველოსთვის” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ, სადაც პოლიციელებსა და სამოქალქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი