საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლები დღეს შსს-სთან აქციას გამართავენ, – ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.
“დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მართავს საპროტესტო აქციას “ნუ გვესვრი!” მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი.
აქციამდე ვისაც სურვილი გაქვთ ორგანიზებაში დახმარების, გთხოვთ, მოხვიდეთ ქარტიის ოფისში,”- აღნიშნულია განცხადებაში.