LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს სპეცოპერაციისა და დაკავების ვიდეოკადრებს გადმოგვცემს – ომბუდსმენი

52

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს ომბუდსმენის აპარატს სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და დაკავების ვიდეოკადრებს გადასცემს, ამის შესახებ მან შს მინისტრთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მან შესთავაზა აქციის ორგანიზატორებს ყველა საჩივარი, რომელიც პარასკევს მომხდარ სპეცოპერაციას უკავშირდება, სახალხო დამცველის აპარატში შეიტანონ.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმუშავებს.

დრევანდელი შეხვედრის შესახებ გუშინ, თეთრი ხმაურის აქციაზე შს მინისტრის მისვლის შემდეგ შეთანხმდნენ. “თეთრი ხმაურის” მოძრაობამ აქციები ერთი კვირით შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმში გადასვლა გადაწყვიტა.