LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება – ბოლო ცნობები ბორჯომის ხანძრიდან [ფოტო]

33
salome1212333

რთული რელიეფის მიუხედავად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სირთულის კერები ჯერ კიდევ ფიქსირდება.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი.

„სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ჩაერთნენ.

“ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1200 ადამიანი. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.

ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები