LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი მღებრიშვილს ანზორ ჩუბინიძე ჩაანაცვლებს არ ადასტურებენ

190

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი მღებრიშვილს ანზორ ჩუბინიძე ჩაანაცვლებს, არ ადასტურებენ. ამის შესახებ “ფორტუნას” სამინისტროში განუცხადეს.

ინფორმაცია მინისტრის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დღეს ”პრაიმნიუსჯორჯია“-მ გაავრცელა.  სააგენტოს ცნობით, მინისტრის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს. სააგენტოს ინფორმაციითვე,  ანზორ ჩუბინიძემ შეთავაზება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები