LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, მოხდა თუ არა პასუხისმგებელი პირების გამოკითხვა

76

შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, მოხდა თუ არა ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირების და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვა.

აჭარის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის, ზაზა დიასამიძის განმარტებით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმდებებზეა საუბარი.

ამასთან, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია სასტუმროს მენეჯმენტს.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები