LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში ადასტურებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დაკავებულია

320

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დაკავებულია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, „ლავასოღლის“ დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

„ლავასოღლი“ თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აიყვანეს.

„რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტირებული ცეცხლსასროლი იარაღი“, – იუწყება თურქული მედია.

მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები