LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

169

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. როგორც მთავრობის დადგენილებაში არის ნათქვამი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზღუნველყოფა; ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამათავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამეტის ოფიციალური პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში 23 იანვარს გაიმართება. ვინ უხელმძღვანელებს ახალ დეპარტამენტს, ასევე, 23 იანვარს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები