შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გაბრიელ კახელიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ”ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, მამა გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.
”მამაო დიდი სისწრაფით მოდიოდა ლანჩხუთის ტერიტორიაზე, ავარიულ სიტუაციას ქმნიდა, რა დროსაც პატრულმა გააჩერა. სამართალდამცველებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ოზურგეთში გადაყვანის მომენტში მამაომ თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს”, – აცხადებენ შსს-ში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.