LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

13

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კამპანიაში ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებიც ჩაერთო.
მათივე ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნულ თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები დაურიგეს.

“კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

“საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები