შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ ინიციატივა შსს-ს ეკუთვნის.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებაში სრულ აუდიტორულ შემოწმებას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ 112-სა და სსიპ მომსახურების სააგენტოში,”-აღნიშნულია განცხადებაში.