LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მინისტრი რომ ვიყო, ამ კაცს დავასაჩუქრებდი…ვინ არის ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე მფლობელს დაუბრუნა

3183
gg

ამბობენ, სიკეთე გადამდებიაო. სიკეთე, ალბათ, მხოლოდ მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც უანგაროდ კეთდება. თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა უანგარო სიკეთის მაგალითებით.

დღეს ერთ მათგანზე გიამბობთ.

კურიერმა ბიჭმა, რომელმაც ქუჩაში საფულე იპოვა, როგორც თავად წერდა, „ბევრი ფულით”,  პატრონი სოციალური ქსელით იპოვა და ფულიც გადასცა.

“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე. ვერ ავღწერ ამ სიხარულს, მაპატიეთ”, – წერს თორნიკე ნინიკაშვილი.

თორნიკეს საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“გაიხარე კარგო ვაჟკაცო, ჩემი შვილის გახარებისთვის!”

“წარმომიდგენია თქვენი სიხარული, ყველაზე დასაფასებელი შეგრძნებაა, დაკარგულს რომ დაუბრუნებთ”

“რა კარგი ბიჭი ხარ თორნიკე გაიხარე! ყოჩაღ, გადასარევი საქმე გააკეთე შვილო, უფალი დაგლოცავს”

“სიკეთე არ იკარგება კარგო ადამიანო! ერთი ათასად დაგიბრუნდება”

“მართლაააა რა კარგიააა, ყოჩაღ ასეთი ამბავი უნდა ტელევიზიით გვენახა. მარტო საშინელებით რომ იწყება ინფორმაცია მაგარი ამბავია გაიხარეთ ორივემ“.

“თქვენი სიხარული უფრო წარმოვიდგინე. სულ სიკეთით და სიკეთეში გეცხოვროთ”

“კაი კაცი ხარ ძმაო ღმერთმა 100 მაგდენი გაშოვნინოს”

“ამდენი ხალხის სიყვარულს რა ორდენი, რა მედალი შეედრება და გადაამეტებს? იდღეგრძელე… მადლობა შენს ოჯახს, შენს მშობლებს…”

“ასე არ სჯობია? ნეტა რამდენი უდნა ყოფილიყო თანხა, ეს ადამიანობა რომ გადაწონოს? ძაან მაგარი კაცი. მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, ამ კაცს სულ ცოტა 1000 ლარით მაინც დავასაჩუქრებდი.“

“გაიხარეთ…წარმომიდგენია ფულის დამკარგავი რა დღეში იქნება, სანამ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ…ამ ქვეყანას მომავალი აქვს”

“ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება ასმაგად გაკეთებული სიკეთე !”,- წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები