LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ინფორმაციით, ზვიად კუპრავა ორი მუხლით დააკავეს

178
BeFunky-collage (9)

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები