LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებაა: “ნაციონალური მოძრაობა”

71
ნაციონალური მოძრაობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებას წარმოადგენს.

როგორც ენმ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, განცხადებაში საქართველოს კანონმდებლობის ნორმები არასწორად არის განმარტებული; პარტიამ კი საჯარო განცხადებით წინასწარ გააფრთხილა ყველა შესაბამისი ორგანო, რომ მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე – მონაკვეთში.

“ნაციონალური მოშრაობა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყონ:

“2021 წლის 14 ნოემბერს, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრატების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონოსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუქნტით დაცულია შეკრების თავისუფლება, “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, “შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.” – წერია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება.

დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აქციის დროს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება, მიზანი კი თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა.

“საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.” – წერია უწყების განცხადებაში.

გამოხმაურებები, იხილეთ ვრცლად:

მინაშვილი: შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა

სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება: კახიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები