LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს აქვს ბერკეტი კანაფის კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს – გიორგი გახარია

44

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს აქვს ბერკეტი, ქვეყანაში კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტზე ეფექტური კონტროლი განახორციელოს. როგორც გახარიამ განაცხადა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილებები ფართო პლატფორმის ფარგლებში იქნება მიღებული

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხმარების რეგულირებას მოყვება შემდგომი ნაბიჯები სამედიცინო თვალსაზრისით, შსს-ს აქვს ეფექტური კონტროლის საშუალება. ეს ხდება დახურულ სივრცეში, შენობაში ფაქტობრივად. ეს, რაც კეთდება რეგულირების ნაწილში, შსს-ს ეხმარება, რომ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკა განახორციელოს კიდევ უფრო ეფექტურად. სხვა შეკითხვები თუ არსებობს, კონსულტაციები გაგრძელდება,“ – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები