LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს

137
77

რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზმერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ სტუმრად მყოფი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს.

 

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“,  – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განხცადებაში.

შეგახსენებთ, დღეს „რია ნოვოსტმა“ გაავრცელა ვლადიმირ პოზნერის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ის არ დაუჯარიმებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები