მთაწმინდის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
თუმცა ამ ეტაპზე უწყებაში არ ადასტურებენ, რომ ცხედარი ნამდვილად შანეი ბრუკს ეკუთვნის.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უცხოეთის მოქალაქე, შანაე ბრუკის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსლეში გუშინ გავრცლედა.
დაკარგულ ქალს პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ახლობლების ინფორმაციით გაუჩინარებამდე ის მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული.
ბოლო ინფორმაციით, შანაე ბრუკს შემთხვევით დაერეკა მეგობართან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა დროსაც მეგობარმა გაიგო როგორ ეუბნებოდა შანაე ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა მისთვის და დახმარებას ითხოვდა.
შანაე ბრუკი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.