LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მოსახლეობას იმიტირებულ ქალაქში ეპატიჟება

13

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, თბილისში, ვარდების მოედანზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, გიმასპინძლებთ იმიტირებულ ქალაქში – „ეს ჩემი ქალაქია“, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს ჩაუტარებენ.

მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე – ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და კლუბის ავტომრბოლელები სპორტულ ავტომობილებს წარმოგიდგენენ.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უსაფრთხო ქალაქის „ქუჩა #125“-ში მდებარე დაცულ სახლში ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო თავსატეხს, შეჯიბრებასა და კონკურსს შესთავაზებს. გამარჯვებულები მიიღებენ წამახალისებელ საჩუქრებს და მთავარ პრიზს – „1 დღე დაცვის პოლიციაში“.

უსაფრთხო ქალაქის ტერიტორიაზე, შსს-ს აკადემიის არქივის ღია კინოთეატრში ნაჩვენები იქნება საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული 20-მდე ისტორიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
შსს-ს აკადემიის მიერ მოწყობილ ვირტუალური ტირში ყველა მსურველს შეეძლება მიზანში სროლა.

ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის თეატრში გამოიფინება სხვადასხვა პერიოდის სამართალდამცველთა ისტორიული სამოსი, 1918-20-იანი წლების დამოუკიდებელი საქართველოს ამსახველი ბანერები, დროშა, გერბი და ჰიმნი.

„112“ წარმოადგენს პროექტს „კოსმიური ხომალდი“. მოზარდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური საშვი, რითაც საშუალება მიეცემათ, ესტუმრონ „112“-ის ქოლ-ცენტრს.

ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კონკურსში და საცოცი კიბის გამოყენებით უმწეო ცხოველი გადაარჩინონ.უსაფრთხო ქალაქში გამოფენილი იქნება შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკა: საპატრულო პოლიციის ავტომობილები, მოტოციკლეტები და სეგვეები; სასაზღვრო პოლიციის 4 კვადროციკლი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯავშან-ტექნიკა – ე.წ. „მგელი“, „კობრა“ და დეფენდერი; დაცვის პოლიციის დაკავების ჯგუფის ავტომობილი, ელექტრომობილი და ელექტრომოპედი; საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო მანქანა, სრული აღჭურვილობით.

უსაფრთხო ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები და სამომსახურეო ძაღლები დაიცავენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ქალაქის ტერიტორიას გააკონტროლებენ და სტუმრების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები