LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება: შსს „თბილისი პრაიდის“ შესახებ

48
შსს-1

„1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ღონისძიების ორგანიზატორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიუთითებს და მოქალაქეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც,“ – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც მათი განცხადებით, კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება.

„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.