LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მეხანძრეების მეშვეობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს

81

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით, ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნაა მობილიზებული.

“რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია.

თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის უფროსის თეა პერტაიას განცხადებაში.

ხანძარი მთაწმინდაზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახსა და ნარგავებს უკიდია. ძნელად მისადგომი ადგილის გამო, მეხანძრეებს მუშაობა უჭირთ. მათ ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერობის კანდიდატი კახი კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები