LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

101

შსს-მ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცავებმა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი ფოთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს,“ – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს მე-19–109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები