შსს-მ ყაზბეგში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ. ბ. 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. კანონიერ ქურდად. დაკავებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.