LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 3 პირი ამხილა

61

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, სამი პირი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფებარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები