შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, 27 ივნისს მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.