LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

66
72e19b58e84209d0c24a3fd6559b5930-XL

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ერთ პირს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკრატელი.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები