LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 117 აბი ”სუბუტექსი” ამოიღო

109

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული გაიოზ ნ. თბილისში დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 117 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 46,1577 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გაიოზ ნ-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები