LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 10 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 192 პირი დააკავა

82

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.

ჭელიძის განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში – სამი, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს..

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები