კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რვა ადამიანი, ერთი კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ “ფორტუნას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.