LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად განჩინებისთვის სასამართლოს მიმართავს

34

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად განჩინების მისაღებად შსს სასამართლოს უახლოეს დღეებში, ან საათებში მიმართავს, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და მოუწოდებს ინციდენტში მონაწილე მხარეებს, მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

„მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები