LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც მისთვის განკუთვნილ მეტადონს სისტემატურად ასაღებდა

87
დუშეთი- ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში დააკავეს პირი, რომელიც მისთვის განკუთვნის მეტადონს სისტემატურად ასაღებდა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს 1968 წელს დაბადებულ ზ.ც.-გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვსიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები