LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი

61
უსათაურო დიზაინი (1)

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი:

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ოპერატიული მართვის შტაბს ხელმძღვანელობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.

მინისტრის მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.

მეშვიდე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ებრძვიან. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთან ერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

ბორჯომის ხეობაში, პრევენციის მიზნით, ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები