LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

92

შსს-ს ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულზე შემაკავებელი ორდერი, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცა.

შსს-ს ცნობით, 25 წლის ქალი და მისი დედა შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დედის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები