LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ სტატუსის მქონე პირები ყოველწლიურად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ

38
ფული-1170x630

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ცვლილებების თანახმად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები ყოველწლიურად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფლაციას სრულად დააკომპენსირებს, ასევე დამატებით გაიზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე საუბრისას განმარტა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა და მათ განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.

„მიზანშეწონილია, ამ კატეგორიის პირთათვის საკანონმდებლო დონეზე იყოს გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ინდექსაცია და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იყოს დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები