LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირების მიმართვა: „EU-ს კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია“

105
BeFunky-collage

“ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში შშმ პირების ბრიფინგი გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს წარმოადგენენ განაცხადეს, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება დაუშვებელია.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, დათქმულ ვადაში შეასრულოს ევროკავშირის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, რომ არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. პრესკონფერენციაზე მათ იმედი გამოთქვეს, რომ ევროპის კარი არ დაიკეტება დიდი ხნით და განმარტეს, რომ ეს იქნება კატასტროფა შშმ პირებისთვის.

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი იმედი განვიმსჭვალეთ იმ შესაძლებლობით, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამოჩნდა, ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარებით, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჯერ კიდევ ვართ ჩვენ მსხვერპლი ქველმოქმედების – მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით.

სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა – კანონის უზენაესობას, თანასწორობას.  ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი თემისთვის. ჩვენ ვცოცხლობთ იმედით სინამდვილეში. ეს პროცესი რომ დაჩქარდა, ჩვენ უფრო მეტი იმედი გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, რომ უფრო მალე მოხდებოდა და უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამ პერიოდში.

თუმცა როგორც ჩანს, ახლა დაჩქარება კი არა, შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, რადგან აღმოვჩნდებით ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც არ გვინდა. ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია და ვისთან ერთადაც ეს შესაძლებელია, ეს ევროპაა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ საკითხზე” – აცხადებს გიორგი ახმეტელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები