LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირები 800-ლარიან საკურორტო ვაუჩერს მიიღებენ – განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება

210
1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, 2021 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად, თბილისის მერიაში სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება, ვაუჩერის ღირებულება კი 800 ლარია და ის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ვაუჩერით მოსარგებლე პირი სასტუმროსა და სერვისის პირობებს თავად ირჩევს. დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული.

ვინ მიიღებს ვაუჩერს:

საკურორტო მომსახურების ვაუჩერი გაიცემა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებულ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირებზე.

შშმ პირებს და მათ გამყოლებს ვაუჩერის გამოყენების შესაძლებლობა 2021 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

რა პროცედურების გავლაა საჭირო ვაუჩერის მისაღებად:

ვაუჩერის მიღების მსურველებმა ან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, 2021 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით, უნდა მიმართონ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეის საქალაქო სამსახურს და უნდა შეავსონ ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადი.

განაცხადს თან უნდა დაურთოთ:

დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ 3 800-მდე საკურორტო ვაუჩერი გასცა.

2021 წლის ვაუჩერის მისაღებად სპეციალური განაცხადების შევსება 18 იანვარს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები