LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრსა და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა

71

რამდენიმე წუთის წინ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკების პირველი ნაწილი დასრულდა. როგორც ბექა წიქარიშვილი აცხადებს, ხვალინდელ შეხვედრაზე უშუალოდ 12 მაისს მომხდართან დაკავშირებით ისაუბრებენ.

“ამ მომენტში ვერ მოხერხდა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამ პოზიციას ვემხრობოდი – შეჩერების დროებით პროტესტს. ჩვენთვის პერმამენტული პროტესტი არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ღამის პროტესტს, ან ერთი დღით პროტესტს. ეს შეიძლება დროში იყოს გაწელილი. ჩვენთვის ფორმალურად პროტესტი ძალაში რჩება, უბრალოდ ის შეიძლება გადავადდეს. თუ შევატყვეთ, რომ თანამშრომლობის ფორმამ არ გაამართლა, ბუნებრივია, ეს ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენი გუშინდელი დროებითი დაშლა იყო ფაქტობრივად კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი და დანარჩენი, თუ როგორ ვიმუშავებთ, ერთად შეთანხმდება. 

“ჩვენთვის პრინციპული არის საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები. ფორმატის განსაზღვრაზე ჩვენ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა და ინიციატივა. ამაზე მინისტრი დაგვთანხმდა. ეს ფორმატი იქნება უფრო წარმომამდგენლობითი, ჩვენ მიერ დაგეგმილი ჯგუფებით დაკომპლექტებული. მაქსიმალურად მოვიცვამთ ყველას, ვინც გუშინ იდგა და ამ დღეების განმავლობაში იბრძოდა სიმართლისთვის. ეს სია ვერ იქნება მასშტაბური. ჩვენ შევხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს და მათთან შევათანხმებთ,” – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები