Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შს მინისტრმა ბავშვებს ოცნებები აუხდინა – “დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა” – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრმა ბავშვებს ოცნებები აუხდინა – “დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა”

41

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბერი ანდრიას სახელობის თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს და პოლიციელების ოჯახებს საახალწლო სურვილები შეურსულა, ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია „ფეისბუქზე“ წერს.

„ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახო“, – ამ ფრაზას ის ხშირად მიმეორებს…თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა…

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა..თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს… მაგრამ, მოცემული facebook-გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას – ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო… თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა – ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახო და ამაზე ხშირად მოუყვე…

თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ… ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით – იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ… რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით… მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული…. ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და… აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს… 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება… ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციაო სახლი იყო…

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარ ძმასავით პატრონობს, ახლახანს სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა… მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს…

ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის… მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას – უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა…

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები… სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ „ჩუმი სიკეთის მატიანეს“- წერს პერტაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები