LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილე თერჯოლაში მომხდარზე: უმძიმესი ტრაგედიაა, ყველა მოძალადემ კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი

101
Untitled design (2)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა 24 ნოემბერს თერჯოლაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

როგორც ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოში ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ:

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

ცნობისთვის, გუშინ თერჯოლაში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დანაშაულის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები