LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას ФСБ-ს აგენტებს და ენმ-ის აბრალებს

114

“მინდა, გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით, რომ ”ფე-ეს-ბე”-ს აგენტები და ”ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი,” – გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, პირველ განცხადებას აკეთებს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ”ფე-ეს-ბე”-ს და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ აგორებული ანტიპიარი, რომელიც ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. შს მინისტრის განცხადებით, მას პრობლემა არ აქვს არც გამოძიების დაწყებასთან და არც ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს.

კვირას Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.