LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის – შეხვედრა ბილტმორში

133
IMG_4198-01

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება.

„შეხვედრის მიზანია ქართულ ბიზნესს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ბიზნეს დავების სასამართლო გზით განხილვას საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი მაინც არ დადგეს. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს კონფლიქტის ეფექტიანად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო პროცედურა შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით დავის მოგვარება მეტად ეფექტურია, რადგან საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე, იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხის და დროის დაზოგვით. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო მეტად სწრაფი, ეფექტური და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის გადაწყვეტისთვის, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ აღნიშნული მოდელი მეტად ეფექტური იქნება ნებისმიერი საწარმოსთვის და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება უფრო სწრაფად შევძლებთ მის ამუშავებას,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი, ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით. სწორედ ვიქტორ შახტერის ინიციატივით და ჩართულობით მოხდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის რეფორმის ხელშეწყობა და ჩამოყალიბება ხორვატიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ბულგარეთში და მალაიზიაში.