2022 წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 247.3 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით არის გაზრდილი. ამასთან, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 219.1 ლარი იყო, რაც 27.5 ლარით აღემატება 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებელს.
საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.