LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის ინსპექცია: სარესტორნო ბიზნესი დარღვევების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა

69
h1

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი დარღვევების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა. აღნიშნულ საკითხზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურმა ბოლო სამ დღეში, დაახლოებით, 400 ობიექტი გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ თითქმის ნახევარს ჰქონდა რეკომენდაციების შესრულების პრობლემა, მათ შორის სავენტილაციო სისტემებთან დაკავშირებით.

თუმცა, როგორც ფერაძე განმარტავს, უნდა გაიმიჯნოს ის რესტორნები და კვების ობიექტები ერთმანეთისგან, რომლებიც რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ და რომლებიც არ ასრულებენ.

„არ შეიძლება, ერთი და იგივე ბრალი წავუყენოთ ყველას. აქ უფრო საუბარია მსხვილ სარესტორნო ბიზნესზე, ე.წ. დარბაზებზე, სადაც სოციალური ღონისძიებების გამართვის მაღალი ალბათობაა. სწორედ ასეთი ტიპის ობიექტებზე ხდება ყველაზე ხშირად რეკომენდაციების დარღვევა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, კერძოს სექტორი ითხოვს, რომ სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით) – ამის შესახებ საუბარია მიმართვაში, რომელიც ბიზნესასოციაციებმა პრენმიერის სახელზე გაავრცელეს. მათი თქმით, სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებებისა და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. პლუს, ტურისტი შაბათ-კვირას რჩება მშიერი.

შეგახსენებთ, 14-მდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები