ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, შრომის გაკვეთილების აღდგენასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ჯეჯელავას თქმით, შრომის გაკვეთილების საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პროექტის მიზანია, ბავშვები ხელობით დაინტერესდნენ.
„დღეს 90%-ზე მეტი სტუდენტების არის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია პროფესიულ სასწავლებლებში. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ერთ–ერთი მეთოდი იქნება სწორედ შრომის, ანუ ხელობის, გაკვეთილების აღდგენა. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელსაც პროფესიული კოლეჯები განახორციელებენ. კოლეჯის წარმომადგენლები მივლენ სკოლაში და თავის პროგრამებს ბავშვებს აჩვენებს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ ბავშვები ხელობით დაინტერესდნენ და პროფესიული განათლება შესაძლო ალტერნატივად განიხილონ,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.