LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა – შრომის ინსპექციის სამსახური

134
retro-1-1000x570

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემოწმდა კომპანიის სამი ობიექტი თბილისსა და ბათუმში.

„უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“, სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია, სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს“, – აღნიშნულია შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს.

„პროტესტი გამოვთქვით , რომ ჩვენზე მაღლა რუსებს აყენებდა“ – რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა

ბაია პატარაია: „რესტორან „რეტროს“ კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა.. არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს“

რესტორანი „ფშაური“ „რეტროდან“ პროტესტით წასულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს

„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი: თეიმურაზ ვარშანიძეს ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, წააქციეს და ურტყეს.. ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ჩემი ლანძღვისგან.. მომხდარ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ მაქვს“ – რას წერს რესტორან „რეტროს“ მზარეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები