შპს „კომფორტი“ დამატებითი დანადგარების შეძენას და საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას გეგმავს.
როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შპს „კომფორტი“ ჰიგიენური ქაღალდის წარმოება-დაფასოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით რამდენიმე დამატებითი დანადგარის შეძენას და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, თბილისში ახალი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 864 000 ლარია. საწარმოში დამატებით 20 სამუშაო ადგილი შეიქმნება.