რაჭაში, შოვშვი მომხდარი სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია
ბოლო ცნობებით, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე აქტიური სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
საევაკუაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენია ჩართული.
შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.
ამავე თემაზე:
ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს
ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“